“არცერთი წუთით არ შეგეშინდეთ” – ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს 20 ივნისის დაზარალებულმა მაკო გომურმა.
გომური იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ერთხელ მაინც გამოუცხადებია მისთვის სოლიდარობა, ეუბნება, რომ მათი დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
”ეს ბრძოლა დაიწყო 5 წლის წინ, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, ჩამოეყვანა რუსი ოლიგარქი და ჩაესვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. გადაწყვიტა, ამით ლაფი დაესხა არამარტო ქვეყნისთვის, არამედ ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის.
ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია ჩემზე, იმაზე რა დამემართა, სოლიდარობა გამოუთქვამს, ახლა მჭირდებით! მთელს ქვეყანას სჭირდება თქვენი გვერდში დგომა”- თქვა გომურმა.
20 ივნისს დაზარალებულის მიმართვის ადრესატები ის ახალგაზრდებიც არიან, რომლებიც ქვეყნის გარუსების წინააღ,დეგ 1 თვეზე მეტია უწყვეტ პროტესტს მართავენ.
არც ერთი წამით არ დანებდეთ და არც ერთი წამით არ თქვათ ბრძოლაზე უარი – ამბობს გომური.
”იდარობა გამოუთქვამს, ახლა მჭირდებით! მთელს ქვეყანას სჭირდება თქვენი გვერდში დგომა”- თქვა გომურმა.