“ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები დგანან და მომიტინგეებს ინგლისურად მიმართავენ, თარგმანი არ სჭირდებათ… სხვა თაობაა, სხვა ხალხია, ამიტომ არ ჭრის მათზე რუსული პროპაგანდა”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები დგანან და მომიტინგეებს ინგლისურად მიმართავენ, თარგმანი არ სჭირდებათ, არც თარგმანში იკარგებიან, ბევრი ენა იციან, ბევრს კითხულობენ, ბევრი ესმით.
სხვა თაობაა, სხვა ხალხია, სხვა დრო და სხვა პროცესია, ამიტომ არ ჭრის მათზე რუსული პროპაგანდა, ამიტომაა მათთვის ევროპა სახლი და ბუნებრივი ადგილი.
იმიტომ გაიზარდნენ ასეთები, რომ მშობლებმა ბევრი იწვალეს, ბევრი იბრძოლეს და ბევრი შეძლეს, ამიტომ ვერ და არ გავრუსდებით.
მადლობა ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, – წერს ნიკა მელია.