ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში 6 მსურველი მონაწილეობს
ამათგან. გავრცელებული ინფორმაციით, რეალური კანდიდატი მხოლოდ ორია.
კონკურსი სამ ეტაპად ტარდება.
გუშინ კონკურსანტებმა, ბოლო, მესამე ეტაპი გაიარეს. ექვსიდან მინიმუმ ორმა კანდიდატმა, ლელა იმედასვილმა და ლალი სიჭინავამ ორთავე ეტაპი გაიარეს და გუშინ გასაუბრებაზეც იმყოფებოდნენ.
საბოლოო პასუხები გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო თვის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.
ლელა იმედაშივლი ოზურგეთის რესურს ცენტრის მოქმედი უფროსია, ლალი სიჭინავა “ქართული ოცნების’ აქტივისტი.
რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო შეადგენს თვეში 1 030 ლარს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე გადაირჩევა აპლიკანტების განცხადებები, მეორე ეტაპზე გაიმართება ტესტირება, ხოლო საბოლოოდ კანდიდატები გასაუბრების გზით შეირჩევიან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge დღეიდან, ანუ 18 იანვრიდან, 5 თებერვლის ჩათვლით.
ტესტირების თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება 7 თებერვლიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე.
კონკურსანტისთვის სავალდებულო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება; განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება- არანაკლებ 2 წელი; სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ასაკი: 21 წლიდან – საპენსიო ასაკამდე; კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვის უნარი, მუშაობა ჯგუფში და ჯგუფთან; საქმიანი ურითიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი