ლელა იმედაშვილი: “ველოდებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნას და შემდეგ გადავწყვეტთ სწავლება სად და როდის გავაგრძელოთ”

ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი: “ქვემო ნატანებში გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს, ერთი დღით, შევაჩეროთ სასწავლო პროცესი. დღესვე ჩამოვა ადგილზე შესაბამისი სამსახურები განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოდან, რომლებიც შეაფასებენ შენობას და ამის შემდგომ, მათთან შეთანხმებით მიღებულ იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები.

– ადგილზე გვეუბნებიან, რომ შესაძლოა სწავლა გაგრძელდეს თხინვალის ან მერიის საჯარო სკოლებში, რამდენად რეალურია ეს?

ლელა იმედაშვილი: “ეს ალბათ მათი ვარაუდებია. ჩვენ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე, რომლებიც დღეს უკვე ადგილზე იქნებიან”.

ცნობისათვის: გუშინ, ნატანების საჯარო სკოლაში შენობის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სკოლის დამლაგებელი – მძიმედ, რომელიც ქობულეთის სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share