ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უამინდობამ პრობლემები შექმნა, ჩამოწვა მეწყერი.
შუა ღელის უბანში, ხვარბეთი-კონჭკათის დამაკავშირებელ გზებზე მიწის მასა ჩამოიშალა და დაზიანდა შიდა სასოფლო გზები.
ასევე, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზა.
მერიის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.