ნატანების საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი სამი დღით შეწყდა. ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ადგილობრივებმა განუცხადეს.
მათივე განცხადებებიდან ირკვევა, რომ სწავლება აღნიშნულ საჯარო სკოლებში წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეწყდა. ადგილობრივების განცხადებით, სამი დღის შემდეგ, ქვემო და ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები, სწავლებას მეზობელ თხინვალის ან მერიის საჯარო სკოლებში განაგრძობენ.