ეს არის მერიის კულტურის სამსახურის მიერ გამოცემული სასაჩუქრე ალბომი სადაც უამრავ კატასტროფულ შეცდომებთან ერთად აი ეს ფოტო დევს ბაჩანა ბრეგვაძის ფოტოს ნაცვლად, წინამდებარე ტექსტი რომელიც ჩემს მიერ დადებულ პოსტს ახლავს, ეკუთვნის მის ქალიშვილს ანი ბრეგვაძეს.. სამწუხაროდ ვერ გავაზიარე პირდაპირ მისი გვერდიდან: “მეგობრებო, იურისტებო, ადამიანებო, მირჩიეთ, როგორ შეიძლება ადამიანმა მერიის კულტურის სამსახურს ოფიციალური ბოდიში მოახდევინოს შეურაცხყოფისათვის , დეზინფორმაციისა და უპასუხისმგებლობისთვის, როდესაც თვითონ აყოვნებს, ან არ დგამს შეცდომის გამოსწორებისკენ ნაბიჯს?
ფოტოზე რენე კალანდიაა.. ტექსტი??? რა ტექსტია ეს??? გარდა ამ სულელური ნაჟღურტულევისა, ფაქტებია არასწორი. არც ქუჩისთვის მიუნიჭებია არავის მამაჩემის სახელი და არც რევაზ თვარაძეა ირაკლი აბაშიძის სიძე (და რომც ყოფილიყო სიძედ მოხსენიება შეურაცხყოფაა ამხელა დამსახურების პიროვნებისთვის. )
პ.ს. მერიის კულტურის სამსახურმა!!! ” გამოსცა ფასით ძვირი ტონანახევრიანი ალბომი. ნეტამც არ გამოეცა . დღეს, როცა ეს წიგნი ხელში დავიჭირე, მანუგეშეს მორიდებით, მარტო თქვენთან არაა შეცდომებიო… მაგ. ოთარ რამიშვილის გვერდზე ოთარის ნაცვლად … ზურა მანჯავიძე ოთარის როლში… გია ჯაფარიძის გვერდზე ტექსტს ვინ ჩივის, სხვა მოქანდაკის სკულპტურებია… დროში ვიყავით შეზღუდულებიო, მოიბოდიშა მერიამ.
მეც ბოდიშს ვუხდი მერიას ცხელ გულზე პოსტისთვის !
მეც დროში ვარ შეზღუდული.
დიდხანს რომ გავწელო ამაზე ფიქრი, გული ვერ გამიძლებს “