აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Moderna Inc-ისა და Johnson & Johnson -ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. “ბუსტერული” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ ადამიანებს ვაქცინების არევა შეუძლიათ და მესამე დოზად ნებისმიერი (Pfizer, Moderna, Johnson & Johnson) ვაქცინა გამოიყენონ, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არიან მანამდე აცრილები.
ცნობისთვის, აშშ-ში წინა თვეში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის ე.წ. “ბუსტერული” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.
ამასთან, ამ კვირის ბოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება და გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, ვინ და როდის უნდა მიიღოს ვაქცინების დამატებითი დოზა.