გამოცემა Travel Trivia გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს აეროპორტების შესახებ, რომლებიც, დიდი ალბათობით, აქამდე არ იცოდით. სად მიდის ფრენისას დაკარგული ნივთები? დღესდღეობით იმის შანსი, რომ თქვენი ბარგი ფრენის შემდეგ დაგიბრუნდებათ 99.5%-ია. კომპანიების მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ბარგი მაინც ხშირად იკარგება. 1970-იანი წლებიდან აშშ-ის შტატ ალაბამაში შეიქმნა სპეციალური აუქციონი, სადაც ფრენის დროს დაკარგულ ნივთებს ყიდიან. აეროპორტების კოდურ სახელში X-ს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხშირად აეროპორტების კოდურ სახელში სიმბოლო X-ს ამატებენ, რასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. X-ის დამატების მიზეზი, როგორც წესი აეროპორტების სახელების ერთმანეთთან დამთხვევის თავიდან აცილებაა. უსაფრთხოების შემოწმების დრო მგზავრებს ხშირად რჩებათ ნივთები თვითმფრინავში ასვლამდე უსაფრთხოების ზომების შემოწმების დროს პირადი ნივთებისა მოხსნისა და შემდეგ აღების დროს მგზავრებს სიჩქარეში ხშირად რჩებათ ნივთები. მხოლოდ 2019 წელს ნიუ-იორკი აეროპორტში მგზავრების მიერ შემთხვევით დარჩენილმა ხურდებმა საერთო ჯამში 100 000 აშშ დოლარი შეადგინა. აეროპორტებში საინფორმაციო დაფებზე ნახატებს ძალიან ხშირად იყენებენ აეროპორტებში საინფორმაციო დაფებზე ნახატებს ძალიან ხშირად იყენებენ, რისი მიზეზიც მგზავრებისთვის გზის გაგნების გამარტივებაა. მგზავრების არც ისე მცირე ნაწილმა ხომ არც ერთი საერთაშორისო ენა არ იცის. მაღაზიებში განთავსებული ნივთები აეროპორტებში არსებულ მაღაზიებში პროდუქტის უმეტესობას მარჯვნივ ანთავსებენ, რადგან კვლევების მიხედვით ადამიანთა უმეტესობა გაუცნობიერებლად ამ მხარეს ანიჭებს უპირატესობას. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა მემარჯვენეა და გზებზე მოძრაობის მიმართულება უმეტესად მარჯვნივაა. წყალი ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტია აეროპორტებში იმის მიუხედავად, რომ აეროპორტებში უამრავი პროდუქტი, ტანსაცმელი სათამაში და გასართობი იყიდება, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მაინც წყალია. მსოფლიოში ყველაზე მეტი აეროპორტი აშშ-შია გამოცემის ინფორმაციით, დღესდღეობით აშშ-ში 19 633 აეროპორტი ფუნქციონირებს. მე-2 ადგილს ბრაზილია იკავებს 2 717 აეროპორტით, მე-3-ს კი მექსიკა 1 740-ით. ასაფრენი ბილიკების ნომრები თითოეული აეროპორტის ასაფრენ ბილიკს სპეციალური ნომერი აქვს მინიჭებული, რაც კომპასის მიხედვით ბილიკის მიმართულებას ადგენს. აფრენა-დაფრენის დროები იმის მიხედვით, თუ როდის აფრინდებიან და დაფრინდებიან თვითმფრინავები აეროპორტებში კომპანიებსა და აეროპორტებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში განხორციელებული ფრენებისთვის კომპანიებს გაცილებით მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე ღამე. ბანგკოკის აეროპორტში გოლფის მოედანი მდებარეობს ბანგკოკის აეროპორტში უზარმაზარი გოლფის მოედანი მდებარეობს. რომელიც რამდენიმე ჰექტარ ტერიტორია მოიცავს. ფრენებს შორის თავისუფალ დროს მგზავრებს შეუძლიათ დრო გოლფის თამაშით გაიყვანონ.
https://www.bpn.ge/