რუსეთში 17 წლის ფეხბურთელი მატჩის დროს გარდაიცვალა

რუსეთში 17 წლის ფეხბურთელი მოყვარულთა ლიგის მატჩის დროს გარდაიცვალა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა საფეხბურთო მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა – ფეხბურთელმა გონება დაკარგა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გამოცემა წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მოყვარულთა ლიგის პრეზიდენტმა დმიტრი სმირნოვმა კი თქვა, რომ მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია. მისივე ინფორმაციით, ფეხბურთელს გადაუდებელი დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share