“პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი შესაძლებელია ჩემი ქვეყნის ჯერიც დადგეს“ – მახსენდება” – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის სეიმის წევრებს.
პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი შესაძლებელია ჩემი ქვეყნის ჯერიც დადგეს“ – მახსენდება. დღეს დადგა ის ხვალინდელი დღე, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა.
დღეს უკრაინაში ვიბრძვით, რომ ეს მძიმე საათები ბალტიისპირეთისთვის არ დადგეს. ჩვენ ერთიანები და ძლიერები ვართ. უკრაინელები და პოლონელები ერთად 90 მილიონზე მეტნი ვართ. ევროკავშირის გუშინდელ სხდომაზე დავინახეთ, ვინ არის ერთიანობის, ძლიერი ევროპისა და ერთიანი ევროპის მხარეს.
დავინახეთ ისინიც, ვინც შეჩერებისკენ მოგვიწოდებს. შეუძლებელია ყველა ევროპელ ლიდერში დარწმუნებული ვიყო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად დადგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს პოლონეთისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა, – აცხადებს ზელენსკი.