”პირველად საქართველოს ისტორიაში დავამკვიდრეთ აბსოლუტურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისი სამართლიანი 5%-იანი ბარიერით. ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ვართ მართლები. ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია სიმართლე. თუ იქნება უსამართლო განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი. ჩვენ [აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებების] სისწორე გვაინტერესებს. სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ ჩვენ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში გავყვებით ამ კრიტიკას. მაგრამ თუ მიგვაჩნია, რომ კრიტიკას არ აქვს ობიექტური საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ რომ ამას საჯაროდ გამოვეხმაუროთ” – თქვა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში