ბოლო 1 წელში, რუსთავიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში არავინ გადაუყვანიათ-ლომჯარია

”ჩვენ რაც ვნახეთ ჩანაწერები, მე-12 დაწესებულებიდან რუსთავის ციხე მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთ პატიმარი. ანუ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან სხვა პატიმრებს, ეს არ არის სიმართლე. პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, ჩვეულებრივი პრაქტიკიდან ამოვარდნილი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს პატიმარი, მაშინ, როდესაც სხვები გადაჰყავთ ხოლმე სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში.”

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ tv პირველის ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share