“გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ აშკარად უარესადაა -გიული ალასანიამ სააკაშვილი მოინახულა

გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ აშკარად უარესადაა… განძრევაზეც თავბრუსხვევა ჰქონდა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საუბრობს.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვის პასუხად, მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლაც გაიხსენა:

”სუსტად არის აშკარად. გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ არის აშკარად უარესად. თქვენ გახსოვთ, რომ მე არც მანამდე ვიყავი აღფრთოვანებული მისი მდგომარეობით მაგრამ დღეს აშკარად უარესადაა. განძრევაზეც თავბრუსხვევა ჰქონდა… კაცმა არ იცის რა მოჰყვებოდა იმ კანონიერი გზით შემოსვლას, შეიძლება ბევრად უარესი შედეგი ყოფილიყო მარტო მისთვის კი არა, საერთოდ, ზოგადად საზოგადოებისთვის. როგორც ჩანს, ეს გზა არჩია, მაგაზეც მე არასდროს ასე დეტალურად არ მილაპარაკია,” – ამბობს გიული ალასანია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share