შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ნატანებში წუხელ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის ნაკლებ ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ცნობისათვის, გუშინ, ნატანების საჯარო სკოლაში შენობის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სკოლის დამლაგებელი – მძიმედ, რომელიც ქობულეთის სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.