„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე:
„ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე,რეალურად რატომ გვთხოვენ ომის დაწყებას და თან რა პირობებით!ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ უნდათ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ? არაა! მთავარი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი რუსი ჯარისკაცი მოვწყვიტოთ უკრაინის ფრონტს! ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება პირიქით არ აწყობთ, რადგან გაქცეული რუსი ჯარისკაცი უკრაინაში დაბრუნდება.საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზანი არის რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება 60-80 ათასი ჯარისკაცი საქართველოში განალაგოს, ოკუპაციის შენარჩუნების მიზნით. რაც შესაბამისად უკრაინისთვის სერიოზულ შვებას ნიშნავს!გაინტერესებთ რას ამბობს გლობალური ომის პარტია პირად საუბრებში? 3 მილიონ ნახევარი ხართ და ყველა ხომ არ გაწყდებითო! დაეხმარეთ უკრაინას შვება იგრძნოს, მოიპოვოს უპირატესობა და მას შემდეგ რაც გაიმარჯვებენ, თქვენც დაგიხსნითო! (ანუ დაახლოებით ისეთ დროს ამბობენ, შეიძლება საერთოდ რომ აღარ ვარსებობდეთ)ჩვენ გვეძახიან რუსებს, ვისაც არ გვინდა ომი, საქართველოს ოკუპაცია, სისხლისღვრა და თვითონ არიან პროევროპელები? ყოველთვის როდესაც ქვეყანაში იქმნება დესტაბილიცაზიის კერა, ყოველთვის ღიად და აშკარად ფიქსირდება რუსული ლობი! ასე იყო მაშინაც, როცა ფანჩატურში ნინო ბურჯანაძე ჰყავდათ და ასე არის ახლაც, ლяკა ხოშტარია “ლიდერობს”!