სახლში, დაეცა და ბარძაყის ძვალი რამდენიმე ადგილას მოიტეხა. ლორენს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
26 სექტემბერს ლორენი იტალიის ქალაქ ბარიში საკუთარი რესტორნის გახსნას უნდა დასწრებოდა. მსახიობის სახელობის რესტორანმა ლორენის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“დღეს ჟენევაში, საკუთარ სახლში დაეცა ქალბატონი ლორეი, რომელსაც ბარძაყის მოტეხილობა აქვს. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მას ახლა მოუწევს გამოჯანმრთელების მოკლე პერიოდი, რასაც მოჰყვება რეაბილიტაციის პროცესი. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ქალბატონი ძალიან მალე ჩვენთან დაბრუნდება”, – ნათქვამია პოსტში.