(რეზონანსი) “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გამოდის იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავი შეიყვანა. „პირადად ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, თუ არ შემოვა ერთი ფასი ექნება. უბრალოდ, შემოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ, რომ გაამწვავონ სიტუაცია, სუბიექტურად აწყობთ მათ, ისინი ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც თავად შეიყვანეს თავი, ვერ გამოდიან, ახლა ცდილობენ საუკეთესო გამოსავალი ნახონ და ისე შემოვიდნენ პარლამენტში, სხვა გზა არ აქვთ.