რეჟისორი, გოგა ხაინდრავა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ქ-ნო პრეზიდენტო! ვიდრე საკუთარი ქვეყნის მთავრობას საჯარო პრეტენზიას განუცხადებთ, იქნებ მარტივ ჭეშმარიტებაში გაერკვიოთ, რომ: ფაქტებით გამყარებას საჭიროებს ბრალდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილისწამებაა – ანუ სანქციების გვერდის ავლა! არ გეკადრებათ!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.
ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის მომხრე არ არის.