წარმოშობით ქართველმა ბალერონმა, პუტინის მეხოტბე არტისტმა ნიკოლოზ ცისკარიძემ სოციალურ ქსელში გადაცემის ანონსი გაავრცელა. ეს გახლავთ გადაცემა „დღეს საღამოს“, სადაც ცისკარიძემ გალკინი ჩაანაცვლა. პირველი ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ ახალი გადაცემა რუსულ ჯარს, მეორე მსოფლიო ომსა და „პატრიოტულ რუსულს სიმღერებს“ მიეძღვნება.
თვალცრემლიანი ცისკარიძე გადაცემის ანონსში რუსი ჯარისკაცების ისტორიებს იხსენებს და სტუმრებთან ერთად მათ შესახებ ემოციურად ჰყვება. ცისკარიძე ცრემლიანი თვალებით გვიანონსებს, რომ გადაცემა ომს, რუსულ ჯარს, გამარჯვებასა და ,,რუსულ პატრიოტულ სიმღერებს” ეძღვნება. გადაცემის ანონსი რუსების უკვდავი ჰიტით, „დენ პაბედით“ სრულდება.