“მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ფბ პეიჯმა დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები. ამას მოყვა რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ტროლ-ბოტის იდენტიფიცირება და 2 მილიონზე მეტი კომენტარის წაშლა. რიჩის, ანუ ე.წ. წვდომის შემცირება ამის თანმდევი შედეგია, თუმცა, ჩვენ ამოვდივართ ჩვენი მაყურებლის ინტერესიდან და ვანეიტრალებთ ოცნების მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას.
ასევე, ვიდრე პროცესი მიმდინარეობს (რამდენიმე დღეში მორჩება), შეფერხებები იქნება პეიჯის მუშაობაში, რაზეც წინასწარ გიხდით ბოდიშს. გმადლობთ, რომ თვალყურს გვადევნებთ. მთავარი ხართ თქვენ (და არა რიჩი)” – წერს ნიკა გვარამია