პრიმიტიული და გულუბრყვილო პიარია, – ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტს.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის პიარის გენიოსებმა დაგეგმეს.
“აზოვსტალის ქარხანაში მშვიდობიანი მოსახლეობა ტყვედ იყო აყვანილი და კიევი უკან დახევას არ აპირებდა. რას აკეთებენ ამ პირობებში დასავლური პიარის გენიოსები? ურეკავენ მსოფლიოში ყველაზე ცნობად სახეს, რომელიც უკრაინაში სარაკეტო თავდასხმების ქვეშ მოჰყვა. ჯოლი სირიელ ლტოლვილებსაც შეხვდა და აფრიკაში მოშიმშილე ბავშვებსაც, ვინმეს რამე უშველა მისმა ვიზიტმა?.
მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მთავარი მიზანი მიღწეულია – მსოფლიო პრესის ყურადღების აზოვსტალიდან გადატანა. „დღის წესრიგის დარღვევის“ ასეთი მცდელობები ძალიან ადვილად იკითხება, გულუბრყვილო და პრიმიტიული პიარკამპანიაა. ლოგიკური ჯაჭვი ასეთია: პოპულარობამ უნდა იმუშაოს პოპულიზმისთვის.
აქ არის განსხვავება მენტალიტეტში. დიდი რუსი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე იოსიფ კობზონი მოლაპარაკებას აწარმოებდა ტერორისტებთან დუბროვკაში და ბავშვები გამოჰყავდათ იქიდან, არა მოჩვენებითად, არამედ რეალურად მათი სიცოცხლის რისკის ფასად. ამერიკელ ვარსკვლავებს მხოლოდ რეკლამა შეუძლიათ”, – აცხადებს ზახაროვა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.