ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო. „ლეიბორისტული პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერობის პოსტზე მხარს არ დაუჭერს. ორივე პარტიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას არჩევანის მრავალფეროვნების აუცილებლობით ხსნიან.
„ლეიბორისტული პარტია“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს სწორია, იმიტომ, რომ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანი და მთავარია ერთობლიობაში, ჯამში იქნეს დამარცხებული ივანიშვილის მოძალადე და კორუმპირებული რეჟიმი, ხოლო რაც შეეხებეა მერობის კანდიდატს, ამ საკითხზე მიდის მსჯელობა, მეც მქონდა შემოთავაზება, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს, – ამბობს პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია „ლელოს“ პოზიციაც, თუმცა „პირველების“ ინფორმაციით, „ლელოს“ მერობის კანდიდატი არ ეყოლება, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ აკანდიდატს წარადგენს.
ადგილობრივი ბთვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს უდნა გაიმართოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმეტესობას საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული არ აქვთ.