“მე და ივანიშვილს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ტვ პირველის ეთერში მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დასმულ ტოლობის ნიშანს გამოეხმაურა: “ჯერ ერთი, მას ირგვლივ ჰყავს შნირები, რომელსაც მართავს. ჩემს გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი აზრი და გადაწყვეტილებები. ივანიშვილს მისი გუნდი უჭირავს დაშინებით და დიდი ფულით. ამ ადამიანებს აქვთ ცხოველური შიში, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება არ გაუმჯობესდეს, მდგომარეობა არ შეიცვალოს უკეთესობისკენ, რადგან მაშინ აქ ვერ იპოვიან თავიანთ ადგილს. არსებითად სხვადასხვა ფენომენია ნაციონალური მოძრაობა და ივანიშვილის ეს ზოოპარკი”-აცხადებს სააკაშვილი.