სენატის მოსმენები იყო ბოლო ლურსმანი ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნები”ს დეპუტატმა, სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნებს ლეგიტიმაცია არ აქვს.
“სენატის მოსმენები იყო ბოლო ლურსმანი ოპოზიციური ბოიკოტის კუბოზე. ბოლო ლურსმანი, რომელმაც დაასამარა საბოლოოდ ბოიკოტის თემის რაღაცა ტიპის ლეგიტიმურობაც კი. ეს ლეგიტიმურობა ისედაც არ არსებობდა, ისედაც ყველა მოუწოდებდა მათ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ეს უკვე საბოლოო წერტილი იყო”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში – ამ საკითხზე 23 მარტს სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში მოსმენა გაიმართა.
სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვა.
სხდომას დაესწრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.