“ბედნიერებისა და სიხარულისგან მე მაგალითად დავმუნჯდი.
უღრმესი მადლობა ფონდ” ქართუს”, უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აუხდენელი… ეს არის ჩემთვის სიზმარი, რიმლის ახდენას ვერც ვისურვებდი. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა მას. აქ სხედან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ ყველაფრში. მადლობა თქვენ ძვირფასებო.
ყველა ქართულ თეატრს, სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო ასეთი გრანდიოზული სათეატრო სივრცე.
აუცილებლად მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს, იმისთვის, რომ ოზურგეთი დღეს ფოლკლორის ქალაქია. ბატონ ირაკლის დიდი დამსახურებაა ამაში”-ამ სიტყვებით მიესალმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე დარბაზში შეკრებილ სტუმრებს და მთავრობის წევრებს, რომლებიც დღეს ოზურგეთში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ოზურგეთის თეატრის შენობა და 153-ე სეზონი დღეს გაიხსნა.
საპრემიერო სპექტაკლს კი, პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრება.