როგორი იყო შუა საუკუნეების მოდა საქართველოში, როგორ უვლიდნენ თავს ქალები და როგორ იცავდნენ ჰიგიენას? გვიანდელი და შუა საუკუნეების ქართული ისტორიული წყაროები ამ თემებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიების კოლექციების უფროსი კურატორი გულიკო კვანტიძე აცხადებს, რომ როგორც დაბალი, ისე მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლების ტანსაცმლის ფორმებს შორის განსხვავება არ იყო, სხვაობა მხოლოდ ქსოვილის ხარისხსა და ტანსაცმლის შემკულობაში შეიმჩნეოდა.
თუკი XVI-XVIII საუკუნეებში მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ ქალებს სპარსული, ევროპული ან რუსული (XIX-XX სს 20-30-იანი წლები) ძვირფასი ქსოვილებისაგან ნაკერი კაბები ეცვათ და ჩიხტი-კოპს
ძვირფასთვლიანი შუბლის ქინძისთავით ილამაზებდნენ, ამავე დროს გლეხის ქალი შინაქსოვი ან უბრალო, ფაბრიკული ბამბის ქსოვილისაგან შეკერილ კაბას ატარებდა, მის ჩიხტი-კოპს კი კალისთავიანი შუბლის ქინძისთავი ამშვენებდა.
XVI-XVIII საუკუნეებში ორივეს კაბა ყელთან ერთ ღილზე შეკრულ, ჰორიზონტალურჭრილიან გულისპირიანი იყო, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან ორივე მათგანი იმოსებოდა ჯერ გუჯასტიანი, ხოლო შემდეგ სარტყელ-გულისპირიანი კაბით.
“ვერ ვიტყვით, რომ ქართველი ქალის ჩაცმის სტილი ერთფეროვანი იყო. გვიანდელი შუა საუკუნეების წერილობითი წყაროებისა და დოკუმენტური, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს ჰქონდათ არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი სეზონური სამოსი, ისეთი, როგორიც იყო ქათიბი, ტოლომა, ქულაჯა, გარე სამოსად სახმარი ახალუხი და სხვ.
გარდა ამისა, ქალბატონი ორ ან სამ კაბას ამშვენებდა სხვადასხვა ფერისა და შემკულობის მრავალფეროვანი სარტყლით, გულისპირითა და ყურთმაჯებით, ასევე თავსაკრავებითა და სადა თუ დაბასმული ლეჩაქ-ბაღდადებით. XIX საუკუნის დასაწყისიდან, ეტაპობრივად, ჯერ ნელი, ხოლო შემდეგ წლებში ინტენსიური ტემპით დაიწყო ეროვნული სამოსის ევროპულით ჩანაცვლება.
მოდის ასეთი ცვლილება იმ პერიოდის ქართული პრესის მიხედვით, ფეხსაცმლიდან გახდა შესამჩნევი, ქალებმა ტრადიციული ქოში, წაღა და მაშია ე.წ. ბაშმაკებით ჩაანაცვლეს, რის შემდეგაც შემოვიდა ხაბარდიანი და პრინცესა კაბები, რის მოხმარებასაც ბუნებრივია კორსეტების ტარებაც მოჰყვა.
ეროვნულ სამოსს უცხოური ანაცვალებს, განსაკუთრებული პოპულარობით კი ფრანგული ტანისამოსი სარგებლობდა. გარდა იმისა, რომ ევროპიდან მზა ტანსაცმელი ჩამოჰქონდათ, ქალებისგან განსხვავებით, კაცები მოდის ტენდენციებს სწრაფად ვერ მიყვებოდნენ, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩოხაში შემკული ქართველი მამაკაცები ფრაკებზე გადავიდნენ”, – ამბობს გულიკო კვანტიძე.
რაც შეეხება ჰიგიენისა და თავის მოვლის საკითხებს, გულიკო კვანტიძის განმარტებით, აბანოს ინსტიტუტი ქართველთა ყოფაში თავიდანვე არსებობდა.
„სავარაუდოდ, გვიანანტიკური დროის რომაული აბანოების მომხმარებელი, მხოლოდ საზოგადოების დაწინაურებული ფენის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. ვინაიდან, ამ პერიოდში საზოგადოებრივი დანიშნულების აბანოები არაადადასტურებული. ფეოდალურ საქართველოში, აბანო ერთობ პოპულარული ადგილსამყოფელი ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მრავალრიცხოვანი აბანოები საზოგადოებრივი დანიშნულების იყო. გარკვეული შეზღუდვები მაინც შეინიშნებოდა. აბანოთა დიდი ნაწილი მუსლიმანთათვის ყოფილა განკუთვნილი. იქ თურმე „ურწმუნო“ ქართველები, სომხები და იუდეველები ვერ შევიდოდნენ, რათა არ შეევიწროებინა „ურწმუნოს“ მუსლიმი“, – აღნიშნავს გულიკო კვანტიძე.
როგორც ეთნოლოგი განმარტავს, გვიანდელ შუა საუკუნეების აბანოში სულ სხვა სურათი იშლება, აბანოში თბილისელი ქალები თითქმის მთელ დღეს ატარებდნენ იქ და ფინჯან ჩაისთან, ათასგვარ ჭორსა და სიმართლეს უზიარებდნენ ერთმანეთს. სამოვარი კი მუდამ ცხელი იყო, რომელიც აბანოს ტანთგასახდელ დერეფანში იყო განთავსებული.
ქალებისთვის აბანო სილამაზის სალონიც იყო, სადაც ქალები ინით თმას იღებავდნენ და თავს ათასნაირად იკოხტავებდნენ.

სააბანოე ნივთებიდან ზოგიერთი “გასახდელ” ოთახში გამოიყენებოდა, ზოგიც „საბანაო“ ოთახში. როგორიცაა ზირანდაზი – ფეხქვეშ დასაგები ხალიჩა, სუზანი – ტახტზე ან მაგიდაზე გადასაფარებელი ქსოვილი, ინის სალბობი ჯამთასები, ხალიჩა, ქეჩა და ბოხჩა „გასახდელ“ ოთახში გამოსადეგი ნივთები.
ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიების კოლექციების უფროსის თქმით, ჰიგიენის დასაცავად ქალები ისეთ ნივთებს იყენებდნენ, როგორიცაა სააბანოეხის ქოშები, ეროვნულ მუზეუმში, აღმოსავლურ ნაკეთობათა ფონდში დაცული, ინის საზელი სპარსული, ასევე ვერცხლში ჩასმული ქუსლის სახეხი ქვები, წარბის საკორექციო პინცეტი, ინის გასახსნელი თასები, სხვადასხვა ხარისხისა და ფერის ბოხჩები, სუზანები, ქისები და სხვა.
https://www.allnews.ge
მსგავსი სტატიები
- 82
ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს ლეგენდარული სესილია თაყაიშვილის პირად წერილებსა და ანდერძს, რომლებიც საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული. გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის სამ მომცრო წერილს, მიწერილს დედისთვის: * * * "ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი…
- 82
ლოქდაუნის პირობებში მოგზაურობა რთული იქნება მაგრამ შევეცდები პოსტის მეშვეობით გაჩვენოთ ევროპის ულამაზესი ციხესიმაგრეები, რომლებიც დღეს დაზიანებული და დანგრეულია, როგორები იყვნენ თავდაპირველად. სამობორის ციხე, სამობორი, ხორვატია ბოჰემიის სამეფო იყო შუასაუკუნეების ევროპული მონარქიული სამეფო, რომელიც ბატონობდა თანამედროვე ჩეხეთისა და გერმანიის ნაწილებზე XII საუკუნის ბოლოდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ბოჰემმა მმართველმა ოტოკარმა ააშენა…
- 82
ისტორიამ რამდენიმე ქართველი ქალის შესახებ შემოინახა ლეგენდები. მათ შორის – მაია წყნეთელზე, ანა ბაჯისა და ყარაჩოხელ, ქამრიან სონაზე. ძველ თბილისში „ქამრიანი სონა“ ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი იყო. მისი გვარი არ არის ცნობილი და მასზე მცირე რამ ვიცით. იოსებ გრიშაშვილის მიხედვით, „ქამრიან სონას“ თბილისში დიდი სახელი და ყველაზე კარგი არღანი ჰქონია. ვიღაც…
- 80
"გამაგრდი, შვილო! " "ნიკა ვაჟკაცი და გმირია ნამდვილად. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი იქ იყო მის გვერდით. ნიკამ შეუძლებელი შეძლო, გააერთიანა მთელი ოპოზიცია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. მისი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის ნიკათი მე და მისი შვილი. შოკირებული ვარ, ამ კადრებს რომ ვუყურებდი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანალიზის უნარიც…