“ძველად ქართველი ქალები უსაზღვროდ თავმოყვარე და ძლიერები გახლდათ. მათგან იშვიათად მოისმენდით ოხვრასა და წუწუნს. ისინი ჩართული იყვნენ როგორც საგარეო ისე საშინაო საქმეებში. იშვიათად თუ რომელიმე ვერ ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს… მათთვის უმთავრესი სინდისი და ოჯახი იყო… ისინი სიკვდილს არჩევდნენ უცხოტომელთან შეუღლებას.( მონღოლების შემოსევების დროს ბევრმა ქართველმა ქალმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, ისინი ციცაბო კლდეებიდან ეშვებოდნენ წმინდა და უმწიკვლო მდინარეებში რომ არ მიჰკარებოდნენ გადამთიელნი) ქართველი ქალები ზრდიდნენ ნამდვილ რაინდებს და მანდილოსნებს რომელთაც გული ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულით ჰქონდათ გაჟღენთილი. მათი გულის მონადირებაც მხოლოდ მას შეეძლო ვისაც უფლება ჰქონდა დაეკვეხნა საკუთარი ვაჟკაცობით. თავმომწონე ქართველი ქალი დინჯი და უთქმელი ბუნებისა გახლდათ.
” გული თუნდაც შუაზე გასკდეს,ქართველი ქალი არასოდეს ალაპარაკდება ვაჟთან მის სიყვარულზე” –წერს ისტორიკოსი ერნან კორტესი.
წყარო საქართველოს ისტორია