ამ გიგანტურ ხუთსართულიან ნაგებობის საერთო მოცულობა 43.000 კუბური მეტრია, სასარგებლო ფართობი- 9 500 კვ. მეტრი, სიგრძე 75, სიგანე 40, სიმაღლე 24 მეტრი. შენობის მთელს სისტემაში ჩალაგებულია 18 კილომეტრის სხვადასხვა დიამეტრის რკინის მილები, გაყვანილია 42 კილომეტრიანი ელექტოსადენის ხაზი….
გაზეთი „ლენინის დროშის“ 1933 წლის 24 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქის პარტიული აქტივის კრებამ დაადგინა, საფუძველი ჩაყროდა ახალი თეატრის მშენებლობას, საქართველოს მთავრობამ ნება დართო რაიონს, რომ თეატრის მშენებლობაზე დაეხარჯა ციტრუსოვანთა ნაყოფის გეგმის ზევით დამზადების შედეგად მიღებული 100 000 მანეთი. შეიქმნა კომიტეტი. ინჟინერ-არქიტექტორმა ვანო ქადიეშვილმა შეადგინა პროექტი. 1934 წელის დამდეგს პირველად დაიკრა ბარი ქალაქის ბაღის ტერიტორიაზე თეატრის შენობის ასაგებად. მშენებლობა წარიმართა მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით.
„სარდაფის ქვაბულიდან მიწა ამოჰქონდათ ხელით, საზიდრებით, ნატანებისა და ბჟუჟის ნაპირებიდან ურმებით მოქონდათ ქვა და ხრეში, გამოყენებული იქნა შემოქმედის ქვის კარიერიც“.
1935 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ლენინის დროშა“ იტყობინებოდა „შენდება თეატრი, რომელიც დაიტევს 1000 მაყურებელს“… მშენებლობისთვის არ ყოფნიდათ სახსრები. თანხა შეივსო დიდი ალეგრობის მოწყობით, თეატრის ნახაზის ფოტოსურათების რეალიზაიით, ცალკეულ ადამიანებს მშენებლობის ფონდში შეჰქონდათ თავიანთი ხელფასის ნაწილი… 1936 წლის ბოლოსთვსის დასრულდა მიწის სამუშაოები, აიგო სარდაფის კედლები, დაიწყო აგურის წყობა მთელ კონტურზე, მოეწყო კარ-ფანჯრების ზემოთ კრინა ბეტონის ზღუდარები. მაგრამ ამოიწურა სახსრები და 1937 წელს შეწყდა მუშაობა, რასაც მძიმე მოვლენებიც დაერთო თან…მშენებლობის გაგრძელება ვერც შემდეგ მოხერხდა.
დაიწყო დიდი სამამულო ომი…
1937 წელს შეწყვეტილი საქმე მხოლოდ 1949 წელს განახლდა. შენობის ძველი პროექტის გადასინჯვა და ახლის შედგენა ინჟინერ-არქიტექტორს, სახელმწიფო პრემიის ლაურიატ კოტე ჩხეიძეს მიენდო. მშენებლობა წარიმართა მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით. 1952 წლის დამლევისთვის შენობის კედლების კონტური აიწია მიწის ზედაპირიდან 12 მეტრ სიმაღლეზე. მაგრამ… მშენებლობა კვლავ შეწყდა „სხვადასხვა მიზეზით“…
1955 წლის დამლევს მშენებლბა განახლდა და შენება მიენდო მახარაძის სამშენებლო -სამონტაჟო სამმართველოს. მშენებლობა დაჩქარდა, თუმცა იყო წყვეტაც. უკანასკნელ წლებში იგი გამოცხადდა სახალხო მშენებლობად, ორგანიზებულად მონაწილეობდნენ მასში მუშები, კოლმეურნეები, მოსამსახურეები.
1962 წლის 10 მარტს დღის 2 საათისთვის სამი ათეული წელის შემდგომ გაიღო თეატრის კარი მაყურებლებისთვის.
„ნაგებობის გარეთა კედლები შემოსილია ძვირფასი თეთრი ეკლარისა და მოლურჯო გრანიტის ქვებით. ორმწკრივად ჩალაგებული არკატურები, ფოიე,რომელსაც თან ახლავს ლუსტრებით და პლაფონებით შემკული გარდერობები… 750 კაციანი მაყურებელთა დარბაზი ორი იარუსით…. პარტერი ნახევრად წრიულია და მასში დალაგებულია მოხავერდებული სკამები. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული….პარტერი უერთდება სცენას (სიგრძე-სიგანე 20-20მეტრი, სიმაღლე 18 მეტრი), რომლის შუაში მოთავსებულია 13 მეტრის დიამეტრის მქონე მექანიკური მოძრავი წრე. თეატრს გააჩნია მსახიობთათვის საგრიმიორო. სარეკვიზიციო სათავსოები ცივი და ცხელი წყლით. ასეთი სულ 16 ოთახია. შენობას ახლავს ფიზკულტურის, ქორეოგრაციიული დარბაზები, ოთახები მუზეუმისთვი, სამხატვრო სადეკორაციო -სახელოსნოსთვის. დარბაზი დამონტაჯებულია სატელეფონო კავშირით, სადირიჟორო, სახანძრო სიგნალიზაციით. მაყურებელთა დარბაზის თვითეულ სკამზე დამონტაჟებულია რადიო სატრანსლაქციო ქსელი. მოაჯირები, სცენის პირტალი თუ სხვა დეტალები გამოძერწა თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო სახელოსნოს მოსწავლეებმა მოქანდაკე ვახტანგ ბოტკოველის ხელმძღვანელობით, რომლის საქმე განაგრძო მისმა მეგობარმა ლევან ეგიზაროვმა“.
გაივლის დრო, აბა, ვინ მოსთვლის რამდენ გაზაფხულს შეხვდებიან თაობები, რამდენჯერ აფეთქდება ატმისა და ტყემლის რტოები, გაივლის წლები, ათეულობით წლები. გაიზრდება ჩვენი ქალაქი, უკეთესი და უმშვენიერესი გახდება იგი.
სახეს იცვლიან სოფლები…
ხალხის შექმნილი თეატრი -ახალი ადამიანის აღზრდის დიდებული ტაძარი წლების მანძილზე მომსახურებას გაუწევს მრავალ თაობას…
ეს უდიდესი კერა, მუდამ იქნება ეპიქის მაჯისცემა, მრავალი სიბრძნის მასწავლებელი.
მასალა აგებულია 1962 წელს გაზეთ “ლენინის დროშაში“ გამოქვეყნებულ სტატიებზე.