“კლაიდი ბონის მარტივ საქმეს ავალებდა, მისი დაკარგვის ეშინოდა” – მსოფლიოში ცნობილი დამნაშავე წყვილის ხმაურიანი ცხოვრება

ამერიკის კრიმინალურ სამყაროში მათ სახელებს დღემდე საუკეთესო დუეტად მოიხსენიებენ, წლების წინ ბონი პარკერმა და კლაიდ ბაროუმ იდეალური პარტნიორობის მეშვეობით ამერიკის პოლიციის განყოფილებაში გაუხსნელი საქმეების სია დააგროვეს და ისტორიაში შეყვარებულთა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმბოლოებად დარჩნენ. წლების შემდეგ მათ შესახებ ფილმიც კი გადაიღეს. სიყვარული და კრიმინალი ასე შეძლება ეწოდოს ბონისა და კლაიდის ისტორიას.
ბონი და კლაიდი ერთმანეთს 1930 წელს, იანვარში ტეხასში შეხვდნენ. 19 წლის ბონი მაშინ გათხოვილი იყო, თუმცა მისი მეუღლე მკვლელობის ბრალდებით

ციხეში სასჯელს იხდიდა. 21 წლის კლაიდი მარტო დადიოდა, ასევე მარტო ქურდობდა და თავს ამით ირჩენდა. 1932 წელს ქურდობისთვის ციხეშიც იჯდა, შემდეგ იარაღის მოპარვისთვის დააპატიმრეს და რამდენიმე თვეში კვლავ გამოუშვეს ციხიდან.
კლაიდი ღარიბი ფერმერის ოჯახში დაიბადა, ცუდი მუსიკა და ხეტიალი უყვარდა, ჯერ კიდევ მოზარდობისას საქსაფონზე დაკვრა

თვითონ ისწავლა, მოსწონდა მუსიკა და თავისუფალ დროს საქსაფონზე დაკვრაში ატარებდა, პატარა ბიჭი ხშირად ეხმარებოდა მშობლებს, რასაც მის ძმაზე ბაკზე ვერ ვიტყვით, რომელიც ბავშვობიდან ქურდობისკენ მიიწევდა და ერთ დღეს ამ საქმიანობაში სიმღერაზე შეყვარებული კლაიდიც ჩაითრია.

პატარა ბონი ტეხასში დაიბადა, მასაც უყვარდა მუსიკა და ბავშვობიდან სკოლის კონკურსებსა და შოუებში იღებდა მონაწილეობას. თავის მეგობრებს იმასაც ეუბნებოდა, რომ ერთხელ მის სურათებს გაზეთებში ნახავდნენ, ბონი პოპულარობას აპირებდა. პოპულარული მართლაც გახდა, თუმცა არა ისე როგორც ბავშვობაში გეგმავდა.

1930 წელს ორი მოხეტიალე ერთმანეთს გადაეყარა, 1932 წელს კლაიდმა და ბონიმ მეგობრობა დაიწყეს, ისინი იპარავდნენ მანქანებს, იარაღებს და ქურდავდნენ სახლებს, ერთად ათასგვარ დანაშაულს ჩადიოდნენ და პოლიციას მუდამ ემალებოდნენ.

როდესაც ფული გაუჩნდებოდათ, მათგან შორს სხვა შტატებში მცხოვრებ ოჯახებს საკვებსა და ახალ ტანსაცმელს, ხშირად თანხასაც უგზავნიდნენ, თუმცა თავიანთი საქმიანობის შესახებ არავის ეუბნებოდნენ. მუდმივად გაქცევაში მყოფი ბონი და კლაიდი ვერასდროს ისვენებდნენ მშვიდად.
მარტო ხეტიალი, რომ მობეზრდათ სხვა ქურდებთან დაიჭირეს საქმე და ხუთ კაციანი “ბანდა” შეკრიბეს, საქმეები გაიყვეს და ქურდობა სერიოზული შემოსავლის წყაროდ აქციეს. ხუთი კრიმინალი ამერიკის ქუჩებში ხალხს, მანქანებსა და მაღაზიებს ქურდავდა.
ბონი და კლაიდი ერთად მოძრაობდნენ, ნებისმიერ დანაშაულს ერთად სჩადიოდნენ, რობინ ჰუდები არასდროს ყოფილან, მდიდრებს ძარცვავდნენ, თუმცა ნაქურდალს თვითონ იტოვებდნენ. მათი ძირითადი სამიზნეც უმეტესად ბიზნესმენები იყვნენ და კრიმინალურ სამყაროში სახელს დღითი დღე ითქვამდნენ.
ქუჩაში ხეტიალისა და ქურდობის პარალელურად მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, როგორც კრიმინალურ სამყაროში ამბობდნენ მათი ერთად ყოფნა გარდაუვალი იყო, კლაიდს ბონი გაცნობის დღიდან უყვარდა, თუმცა ბონი მეგობრად აღიქვამდა მას და კლაიდიც გრძნობებში გამოსატყდომად შესაფერის დროს დაელოდა.
ბონი არასდროს იყენებდა იარაღს, ეს კლაიდის საქმე იყო. ბონი არ კლავდა ხალხს, თუმცა იდეალურად ქურდავდა ნებისმიერ ადამიანს, ამ ორს ქურდობასა და თაღლითობაში ბადალი არ ჰყავდათ. 1933 წელს პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა ამ წყვილით და მაშინ პირველად ბონისა და კლაიდის ფოტოები გაზეთში “ძებნილების” სტატუსით გამოქვეყნდა.
წყვილი ქურდობას არ წყვეტდა, დღისით ისვენებდნენ, დროს სიყვარულში ატარებდნენ, ღამით კი ფულის საშოვნელად გამოდიოდნენ. კლაიდი ბონის მარტივ საქმეს ავალებდა, ყოველთვის, ყოველდღე მისი დაკარგვის ეშინოდა, შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ ადგილას გაჩერება უჭირდა, მუდმივად საცხოვრებელს იცვლიდა და სტაბილურად არსად ჩერდებოდა.
1934 წელს პოლიციამ საბოლოოდ მიაკვლია ბონისა და კლაიდის კვალს, ქურდებს პატარა ხაფანგი დაუგეს და ერთ-ერთ დღეს დაგეგმილი სპეცოპერაციით გამთენიისას ლუიზიანას მახლობლად მათ გამოჩენას დაელოდნენ. დილით 9:14 წუთზე, ბონიმ და კლაიდმა მანქანით ჩამოიარეს, პოლიციის ეკიპაჟი შენიშნეს და გასაქცევად მანქანა მოატრიალეს. პოლიციამ მაშინვე ცეცხლი გახსნა, ბონი და კლაიდი მანქანაში მოკლეს. ტყვიების წვიმამ კრიმინალური დუეტი იმსხვერპლა, მათ მიერ ჩადენილი ასობით გაუხსნელი საქმე იმ დღეს გაიხსნა.

1967 წელს რეჟისორმა ართურ პენიმ ფილმი “ბონი და კლაიდი” გადაიღო, სადაც ამერიკელი კრიმინალების ცხოვრება და სიყვარული დეტალურად აღწერა. ფილმმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა, თუმცა ორი ორსკარი მაინც მიიღო.(წყარო)

https://www.kvirispalitra.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share