რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე – ლეგენდები და რეალობა

ამ­ბო­ბენ, რომ სიყ­ვა­რულს აღ­სა­ნიშ­ნად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღი არ სჭირ­დე­ბა, რომ ყო­ვე­ლი დღე ისე­დაც სიყ­ვა­რუ­ლი­საა, მაგ­რამ თუ გან­ვლილ დღე­ებს გა­დავ­ხე­დავთ და გულ­წრფე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ალ­ბათ, უმე­ტე­სის­თვის სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა ყვე­ლა დღე სიყ­ვა­რუ­ლის…

14 თე­ბერ­ვა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღეა. წყვი­ლე­ბის ნა­წი­ლი მას აღ­ნიშ­ნავს, ნა­წი­ლი – არა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ამ დღეს ქუ­ჩა­ში მო­სე­ირ­ნე ბედ­ნი­ე­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის და­ნახ­ვა, ყვე­ლას ახა­რებს და აბედ­ნი­ე­რებს. ამ დღეს ყვე­ლა ვი­ჯე­რებთ, რომ დე­და­მი­წას ნამ­დვი­ლად სიყ­ვა­რუ­ლი ატ­რი­ა­ლებს.

ყვე­ლა გზა რომ­ში მი­დის

ერთ-ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი უძ­ვე­ლეს რო­მა­ულ წარ­მა­თულ დღე­სას­წა­ულს – ლუ­პერ­კა­ლი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მას რო­მა­ე­ლე­ბი თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

ასევე დაგაინტერესებთ
17:24 / 14-02-2021

როგორ ულოცავენ რჩეულ მამაკაცებს ვალენტინობას ცნობილი ქართველი ქალები – ფოტოები

დღე­სას­წა­ულს ერო­ტი­კუ­ლი შტრი­ხე­ბი ახ­ლდა თან. სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბებს – ქალღმერთ იუ­ნო­ნა­სა და ღმერთ ფავ­ნის, ცხო­ვე­ლებს სწი­რავ­დნენ, მათი ტყა­ვის­გან კი მათ­რა­ხებს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ მათ­რა­ხე­ბით რო­მის ქუ­ჩებ­ში ქა­ლებს სცემ­დნენ და ამ ფორ­მით სახ­ლში “მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ“.

ძველ რო­მა­ე­ლებს სჯე­რო­დათ, რომ მათ­რა­ხით ნა­ცე­მი ქალი ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბო­და და ის ბევრ შვილს გა­ა­ჩენ­და.

ლუ­პერ­კა­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო და რომ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დე­გაც კი აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მხო­ლოდ ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც რო­მის პაპი გე­ლა­სი­უს პირ­ვე­ლი გახ­და, ლუ­პერ­კა­ლია აიკ­რძა­ლა. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე, კა­თო­ლი­კურ­მა ეკ­ლე­სი­ამ 14 თე­ბერ­ვა­ლი წმინ­და მო­წა­მე ვა­ლენ­ტი­ნის დღედ გა­მო­ა­ცხა­და.

კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ის­ტო­რი­კო­სი ნოელ ლენ­სკი თვლის, რომ რო­მის პაპ­მა ლუ­პერ­კა­ლი­ას ნაც­ვლად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ა­წე­სა და ამით წარ­მარ­თულ აღ­ნიშ­ვნას ბოლო მო­უ­ღო.

 

ვინ იყო წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნი?

 

ზო­გი­ერ­თი შე­ფა­სე­ბით მსოფ­ლი­ო­ში 10 800-ზე მეტი წმინ­და­ნი არ­სე­ბობს, მათ­გან 30-ზე მეტს ვა­ლენ­ტი­ნი ჰქვია და 30-მდეს ვა­ლენ­ტი­ნა. მათ­გან სამი წმინ­და­ნია, რომ­ლებ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღის აღ­ნიშ­ვნა უკავ­შირ­დე­ბათ.

სა­მი­ვე ვა­ლენ­ტინს ერ­თმა­ნეთ­თან ბევ­რი სა­ერ­თო აქვს, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით კი, ისი­ნი, შე­საძ­ლოა, ერთი და იგი­ვე პერ­სო­ნე­ბი იყ­ვნენ.

სა­მი­ვე მათ­გა­ნი მო­წა­მე იყო, სა­მი­ვე რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა კლავ­დი­უს­მა მო­აკ­ვლე­ვი­ნა მე­სა­მე სა­უ­კუ­ნე­ში და სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მი­ვე 14 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა წელს.

ამ სა­მი­დან ერთი მღვდე­ლი იყო და ქრის­ტი­ა­ნი რო­მა­ე­ლე­ბის დევ­ნის დროს და­ი­ჭი­რეს. ვა­ლენ­ტინს სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე უა­რის თქმა მოს­თხო­ვეს, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და, ამის გამო სა­პა­ტიმ­რო­ში ჩას­ვეს. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ვა­ლენ­ტინ­მა გა­და­წყვი­ტა ღმერ­თის ძალა ყვე­ლას­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. მალე მან ახალ­გაზ­რდა ბრმა გო­გო­ნას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად და­უბ­რუ­ნა თვა­ლის ჩინი და ადა­მი­ა­ნე­ბი ქრის­ტი­ა­ნულ რჯულ­ზე მო­აქ­ცია. მას შემ­დეგ, რაც იმ­პე­რა­ტორ­მა ვა­ლენ­ტი­ნის ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, ის სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა.

მე­ო­რე ვა­ლენ­ტი­ნი ეპის­კო­პო­სი იყო და მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც სას­წა­უ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის უძ­ლურ ადა­მი­ა­ნებს კურ­ნავ­და. მას შემ­დეგ, რაც მღვდლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ძა­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, ერთ-ერ­თმა დი­დე­ბულ­მა მას­თან ვაჟი მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ლა­პა­რა­კი არ შე­ეძ­ლო და სი­ა­რუ­ლის პრობ­ლე­მა ჰქონ­და. ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ლოც­ვის შემ­დეგ, ვა­ლენ­ტინ­მა ბიჭი გან­კურ­ნა. ამ სას­წა­უ­ლე­ბის გამო ეპის­კო­პო­სი და­ა­კა­ვეს. ხოლო, მას შემ­დეგ, რაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე უარი არ თქვა, თავი მოჰ­კვე­თეს.

და ბო­ლოს, კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ო­რია წმინ­და ვა­ლენ­ტინ­ზე – ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იმ­პე­რა­ტორ კლავ­დი­უსს სჯე­რო­და, რომ მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც არც ოჯა­ხი ჰქონ­და და არც საყ­ვა­რე­ლი ქალი ჰყავ­და, უკეთ იბ­რძო­და, ვიდ­რე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, ამი­ტომ კლავ­დი­უს­მა ქორ­წი­ნე­ბა აკ­რძა­ლა, მაგ­რამ ვა­ლენ­ტი­ნი ჩუ­მად აქორ­წი­ნებ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს. როცა იმ­პე­რა­ტორ­მა ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ის სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა.

 

ჯეფ­რი ჩო­სე­რი, უი­ლი­ამ შექ­სპი­რი და ვა­ლენ­ტი­ნო­ბა

 

ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯეკ ორუ­ჩი მი­იჩ­ნევს, რომ XIV სა­უ­კუ­ნის ინ­გლი­სე­ლი პო­ე­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი, ჯეფ­რი ჩო­სე­რი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე რო­მან­ტი­კულ მო­ტი­ვებს და­უ­კავ­ში­რა და ეს გა­ა­კე­თა პო­ე­მა­ში – The Parlement of Foule.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვა­ლენ­ტი­ნო­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი გა­და­აზ­რე­ბა გვხვდე­ბა უი­ლი­ამ შექ­სპირ­თა­ნაც.

ხვალ წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეა,

დი­ლას ადრე შენ­თან მო­ვალ

შენს სარ­კმელ­თან დავ­დგე­ბი,

მე ვა­ლენ­ტი­ნი ვიქ­ნე­ბი“ – ვკი­თხუ­ლობთ “ჰამ­ლეტ­ში”

ჯეკ ორუ­ჩი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თო ჯამ­ში, სწო­რედ პო­ე­ტებ­მა და მათ­მა ნაშ­რო­მებ­მა მო­ახ­დი­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გავ­ლე­ნა და ასე იქცა ვა­ლენ­ტი­ნო­ბა წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ დღედ…

 

რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას?

 

ამ დღეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს, ტკბი­ლე­ულს, ყვა­ვი­ლებს, სამ­კა­ულს და სპე­ცი­ა­ლურ ბა­რა­თებს ჩუქ­ნის.

ვა­ლენ­ტი­ნო­ბის პირ­ვე­ლი ბა­რა­თი, რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, 1415 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და ის პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ორ­ლე­ა­ნის ჰერ­ცოგს თა­ვი­სი ცო­ლის­თვის გა­უგ­ზავ­ნია.

აშშ-ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღის ბა­რა­თებ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ომის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კე­ლებს ჩვე­ვად გა­და­ექ­ცათ თა­ვი­ან­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­თვის ხე­ლით და­წე­რი­ლი ბა­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნა. ბა­რა­თე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ კი მა­სობ­რი­ვად 1900 წლი­დან და­ი­წყო.

ვა­ლენ­ტი­ნო­ბას დღეს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მაგ­რამ არის ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ამ დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო არ ზე­ი­მო­ბენ. მა­გა­ლი­თად: ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­სა და მა­ლა­ი­ზი­ა­ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბა არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვა­ლენ­ტი­ნო­ბის აღ­ნიშ­ვნის აკ­რძალ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დიდ სიმ­კაც­რეს იჩე­ნენ ამ დღის მი­მართ, რად­გა­ნაც თვლი­ან, რომ მისი აღ­ნიშ­ვნა ქვე­ყა­ნა­ში და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობს ხელს.

 

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.nationalgeographic.com-ის მი­ხედ­ვით

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    “მი­ლი­არ­დი და ვარგისო“- ყველაზე უცნაური სახელები საქართველოშისა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ქმევ­დნენ ბავ­შვებს საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის, მსა­ხი­ო­ბე­ბის თუ სხვა­დას­ხვა სფე­როს ვარ­სკვლა­ვე­ბის სა­ხე­ლებს. თუ ადრე ბრა­ზი­ლი­უ­რი და ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი იყო მო­დუ­რი, ბოლო წლებ­ში ისი­ნი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს - მა­გა­ლი­თად, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს და­არ­ქვეს მშობ­ლებ­მა ზეჰ­რა, ელი­ფი, ონუ­რი და სხვა ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლე­ბის გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი.…
    Tags: სა, რი, ბის, ა, და, ლი, ლე, ში, მი, მა
  • 85
    ქოცებო, "სტუმარ-მასპინძელი"-ს გარდა ვაჟას ეს ლექსიც აქვს დაწერილიქოცებო, "სტუმარ-მასპინძელი"-ს გარდა ვაჟას ეს ლექსიც აქვს დაწერილი + + + ­მი­ტომ გაგ­ვ­ზარ­და დე­და­მა, მის­თ­ვის გვეტყო­და ნა­ნა­სა­- ტან­ზე აბ­ჯა­რი ავის­ხათ, მუ­დამ ვლე­სავ­დეთ და­ნა­სა, რ ო მ შ ი შ ს ვ უ გ­ დ ე ბ­ დ ე თ გ უ ლ ­შ ი ა მ ე ­ზ ო­ ბ…
    Tags: და, სა, ნა, ა, ლი, ლე, ბა, ვა, რი, მი
  • 85
    რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს - "ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"ფი­ლო­ლო­გი, პე­და­გო­გი გია მურ­ღუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს შე­გო­ნე­ბებს "პა­ტა­რა და დიდი ბი­ჭე­ბის­თვის" იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არ უნდა ეკა­მა­თონ საყ­ვა­რელ ქალს. გთა­ვა­ზობთ პოსტს: "რა­ტომ არ უნდა შე­ე­კა­მა­თო საყ­ვა­რელ ქალს? (ათი მცი­რე შე­გო­ნე­ბა პა­ტა­რა და დიდი ბი­ჭე­ბის­თვის) შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნოს - ეს ყვე­ლა­ზე დიდი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ამ სო­ფელ­ში არც…
    Tags: და, ბა, ბის, ში, ვა, ლე, სა, მა, ლი, საზოგადოება
  • 85
    ვინ იყვნენ "ცის მზომელი" ქართველები და სად არის სუძველესი მზის საათებიგე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში, ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტაძ­რის ერთ-ერთ კე­დელ­ზე მზის სა­ა­თია ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი. ეთ­ნოგ­რა­ფი, მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი გვიყ­ვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლა­საა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ასე­თი კედ­ლის მზის სა­ა­თე­ბი, მა­გა­ლი­თად - ანა­ნურ­ში, გე­ლათ­ში... მისი თქმით, ამას ძველ­თა­გან "ცის მზო­მე­ლო­ბა" ეწო­დე­ბო­და... გი­ორ­გი გი­გა­უ­რის სტა­ტია - "არ­ქე­ო­ას­ტრო­ნო­მია" აშშ-ში 2014 წელს გა­მო­ცე­მულ წიგნ­ში - Handbook of Archaeoastronomy and…
    Tags: სა, და, რი, ში, ლი, ა, მი, მა, ლე, ვა