5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

თუ თქვენ მწე­ვე­ლი ხართ, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც გექ­ნე­ბო­დათ მო­მენ­ტი, რო­დე­საც არამ­წე­ვე­ლე­ბის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბა მო­გი­წი­ათ, რომ თამ­ბა­ქო არ კლავს, კი, ცუ­დია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად, რომ მას­ზე უარი თქვათ. ბევ­რს იმი­საც კი სჯე­რა, რომ თუ მო­წე­ვას თავს და­ა­ნე­ბებს, შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სი პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნას, მა­გა­ლი­თად, კბი­ლე­ბი დასცვივ­დეს.

ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო ბევ­რი მითი არ­სე­ბობს. მათი უმე­ტე­სო­ბა იმ აზ­რის გამ­ყა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რომ მო­წე­ვა გარ­კვე­უ­ლი, თუმ­ცა არც თუ ისე დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

მითი #1

ცო­ტას ვე­წე­ვი და არა­ფე­რი მო­მი­ვა – ეს ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე ხში­რად მოს­მე­ნი­ლი ფრა­ზაა მწე­ვე­ლე­ბის­გან. მათ, ვინც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ეწე­ვა, მარ­თლაც სჯე­რა, რომ ეს ზი­ანს არ მო­უ­ტანს. თუმ­ცა ეს მი­თია. რე­ა­ლუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა მხო­ლოდ თამ­ბა­ქო­ზე სრუ­ლად უა­რის თქმას შე­უძ­ლია. თუ თქვენ დღე­ში ორი კო­ლო­ფის ნაც­ვლად 5 ღერს მო­წევთ, ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის­გან მეტ­ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბით. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ არ შე­გა­წუ­ხებთ ფილ­ტვის პრობ­ლე­მე­ბი, ხვე­ლა, არ და­იღ­ლე­ბით მარ­ტი­ვად, არ გა­გიყ­ვით­ლდე­ბათ კბი­ლე­ბი და ფრჩხი­ლე­ბი…

თუ მარ­თლა გსურთ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მა­შინ თქვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სი­გა­რე­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა უნდა იყოს.

მითი #2

ორ­გა­ნიზმს ნი­კო­ტი­ნი სჭირ­დე­ბა – ბევ­რი მწე­ვე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ორ­გა­ნიზმს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ნი­კო­ტი­ნი სჭირ­დე­ბა. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ თუ მო­წე­ვას თავს და­ა­ნე­ბე­ბენ, კბი­ლე­ბი დასცვივ­დე­ბათ, რად­გან კბი­ლე­ბის სი­მაგ­რეს ნი­კო­ტი­ნი უწყობს ხელს. ეს ალ­ბათ ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე დიდი მი­თია, რაც თამ­ბა­ქოს შე­სა­ხებ არ­სე­ბობს. რე­ა­ლუ­რად, საქ­მე პი­რი­ქი­თაა. ლა­მა­ზი და თეთ­რი კბი­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ კარ­გი კბი­ლის პას­ტა და ჯაგ­რი­სი არაა საკ­მა­რი­სი. თი­თო­ე­უ­ლი ღე­რის მო­წე­ვი­სას და კვამ­ლის და­გუ­ბე­ბი­სას პირ­ში, კბი­ლე­ბის მი­ნა­ქა­რი ნელ–ნელა ზი­ან­დე­ბა, ჩნდე­ბა კა­რი­ე­სი, ყვით­ლდე­ბა კბი­ლე­ბი, სუს­ტდე­ბა ღრძი­ლე­ბი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სტო­მა­ტი­ტიც ვი­თარ­დე­ბა. არა­ერ­თი კვლე­ვით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ნი­კო­ტი­ნი ღრძი­ლე­ბის და კბი­ლის ქსო­ვი­ლე­ბის მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბას იწ­ვევს, ანუ პი­რის ღრუ­ში სის­ხლის მი­დი­ნე­ბა ირ­ღვე­ვა, ღრძი­ლის ქსო­ვი­ლი სქელ­დე­ბა და კბი­ლე­ბის ადრე გა­ფუ­ჭე­ბის, ან სუ­ლაც და­კარ­გვის რის­კი იზ­რდე­ბა.

მითი #3

მო­წე­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო და სექ­სუ­ა­ლუ­რია – მწე­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ მო­წე­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. სი­გა­რე­ტი გარ­კვე­ულ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, სი­თა­მა­მეს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას სძენს. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ესეც მი­თია. სხვა­დას­ხვა კვლე­ვი­თა და ფო­კუსჯ­გუ­ფებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ მწე­ვე­ლე­ბის 90% მო­წე­ვის და­წყე­ბას ნა­ნობს. მათ 40%–ს კი წე­ლი­წად­ში ერთხელ თა­ვის და­ნე­ბე­ბის მცდე­ლო­ბა აქვს. ეს ამ­ტკი­ცებს, რომ რე­ა­ლუ­რად მოწ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ლაც არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­გა­რე­ტის სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას, წლე­ბის წინ შე­იძ­ლე­ბა ასეც მი­იჩ­ნე­ო­და, მაგ­რამ 21–ე სა­უ­კუ­ნე­ში თამ­ბა­ქოს სექ­სუ­ა­ლუ­რად თით­ქმის აღა­რა­ვინ მი­იჩ­ნევს, მისი სუნი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა და ადა­მი­ა­ნებს არ იზი­დავს. ასე­ვე, კვლე­ვე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ მწე­ველ მა­მა­კა­ცებს უფრო ხში­რად აწუ­ხებთ ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ვიდ­რე – არამ­წე­ვე­ლებს.

მითი #4

რის­კე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით – დიახ, რის­კე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა იცის? არ­სე­ბობს 4 დო­ნის ცოდ­ნა:

  • გა­გე­ბუ­ლი მაქვს, რომ მო­წე­ვა ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებს ზრდის.
  • ვიცი, რომ მო­წე­ვა კონ­კრე­ტულ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს.
  • კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­მიქ­მნას თამ­ბა­ქომ.
  • ვიცი, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ჩე­მიც აღ­მოჩ­ნდეს და ეს მხო­ლოდ სხვა მწე­ვე­ლებს არ ემარ­თე­ბათ.

ვი­თა­რე­ბა ასე­თია: პირ­ვე­ლი დო­ნის ცნო­ბა­დო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა საგ­რძნობ­ლად იკ­ლებს. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ ძა­ლი­ან ცოტა მწე­ველ­მა იცის კონ­კრე­ტუ­ლად, რომ ათი­დან ერთი მწე­ვე­ლი სი­გა­რე­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით კვდე­ბა.

მითი #5

მწე­ვე­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მი სა­მუ­და­მოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია – ამ მი­თით მწე­ვე­ლე­ბი, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ და­ნე­ბე­ბას აზრი აღარ აქვს. რე­ა­ლუ­რად კი, ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა და­ნე­ბე­ბი­დან არამ­ხო­ლოდ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, არა­მედ პირ­ველ დღე­ებ­ში, სა­ა­თებ­სა და წუ­თებ­შიც კი. პირ­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა 20 წუთ­ში ჩნდე­ბა, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი იწყებს რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცესს, გუ­ლის­ცე­მა და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა სტა­ბი­ლურ­დე­ბა. 2 თვე­ში გუ­ლის შე­ტე­ვის რის­კი იკ­ლებს, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ფილ­ტვის ფუნ­ქცია. 10 წელ­ში კი თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად არამ­წე­ვე­ლის ორ­გა­ნიზმს ჰგავს.

თი­თო­ე­უ­ლი ეს მითი სხვა მრა­ვალ­თან ერ­თად მწე­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას იწ­ვევს, თუმ­ცა თუ თქვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბას აღი­ა­რებთ, მაგ­რამ მას­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა მა­ინც გი­ჭირთ, „ჰელ­სი­ე­რი“ და­გეხ­მა­რე­ბათ. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით თქვენ უარს არ იტყვით საყ­ვა­რელ ჩვე­ვა­ზე და ამავდრო­უ­ლად ზი­ანს მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რებთ. ეს არის ია­პო­ნე­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უვ­ნე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი გათ­ბო­ბა­დი ჩხი­რე­ბი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით. „ჰელ­სი­ე­რის“ შე­მად­გებ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქოს ნაც­ვლად შე­დის ჩაი, რომ­ლის გათ­ბო­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა კო­ფე­ი­ნი და ხელს უწყობს ტო­ნუ­სის ამაღ­ლე­ბას. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნის ექ­სტრაქ­ტი, რო­მე­ლიც, ბოლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. მისი წვის შე­დე­გად არ გა­მო­ი­ყო­ფა არც კუპ­რი და არც სხვა მავ­ნე პრო­დუქ­ტი.

გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ აარ­ჩი­ოთ „ჰელ­სი­ე­რის“ სა­სურ­ვე­ლი არო­მა­ტი: ყავა, მენ­თო­ლი, ციტ­რუ­სი ან მოც­ვი. მისი შე­ძე­ნა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია SPAR-ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა ამა­ვე ქსე­ლის მი­ტა­ნის სერ­ვი­სის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა და ასე­ვე არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი Facebook-ში „ჰელ­სი­ე­რი“-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share