მასწავლებელთა გამოცდები ხვალიდან იწყება – ნახეთ, სწორად გაქვთ თუ არა ამობეჭდილი საგამოცდო ბარათი

მასწავლებელთა გამოცდები ხვალ, 14 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდებით იწყება და 27 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდით მთავრდება. საგამოცდო ცენტრში აპლიკანტებმა პირადობის მოწმობით და საგამოცდო ბარათი უნდა წარადგინონ.

საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიას აპლიკანტები ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი არეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ.

ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: საიდენტიფიკაციო კოდი, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.

მნიშვნელოვანია! საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share