ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პოზიციის არარსებობაში დაადანაშაულა.
„ოდეკაბეშნიკებო, რატომ ხართ ჩუმად? რატომ არ ლაპარაკობთ მეზობლებზე? რატომ არ გაქვთ პოზიცია ბანდერას, ნაცისტების და ფაშისტების წინააღმდეგ, რომლებმაც დახოცეს ჩვენი წინაპრები? ჩვენ ერთად ვიბრძოდით ბანდერას წინააღმდეგ. ახლა კი, ვითომც არაფერი მომხდარიყო, ამერიკისა და ევროპის სანქციების შიშით ყველა დუმს“, – განაცხადა კადიროვმა.
ОДКБ-ს წევრი ქვეყნები არიან: ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.