“ჰოსპიტალური სექტორის 8 022 საწოლიდან, 7 410 დაკავებულია”

“ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის 7410 პაციენტი. აქედან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 376 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. საწოლი მობილიზებულია 8022, ეს არის მაქსიმალური დატვირთვა, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს დამატებითი საწოლის მობილიზებას სომატური განყოფილებების პროფილის ცვლილების ხარჯზე,” – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share