უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არჩევნების გადადების საკითხს საკოორდინაციო საბჭო არ განიხილავს.
“მომავალში რა მსჯელობა იქნება, მაგის შესახებ ვერ მოგახსენებთ, აღნიშნულ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განხილულა”,- თქვა გიორგი ღიბრაძემ.
საკოორდინაციომ დღეს მორიგი შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. არჩევნების გადადების ინიციატივით კი არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი გამოვიდა.