“ცოტა ხან­გრძლი­ვად უნდა შევ­წუხ­დეთ და ერ­თმა­ნეთ­საც ვუ­თხრათ, რომ ასე ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა”

გია მურ­ღუ­ლია: ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბი­სა და ქცე­ვის ყვე­ლა­ზე უა­რეს­მა, ამაზ­რზენ­მა მო­ცე­მუ­ლო­ბებ­მა – ზოგ ყე­ყეჩს პატ­რი­ო­ტიზ­მის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი რომ ჰგო­ნია – კონ­კრე­ტუ­ლი მო­ძა­ლა­დე სა­ხე­ე­ბი შე­ი­ძი­ნა და სიკ­ვდი­ლი და­თე­სა. და ეს იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც სამ­ყა­როს ამ­დე­ნი კე­თი­ლი საქ­მე და გულ­ღი­ა­ო­ბა აჩ­ვე­ნა.სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს არის სიკ­ვდი­ლის არც მი­ზე­ზი, არც მი­ზა­ნი და არც შე­დე­გი.მისი სა­ხე­ლით ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­ა­ნად­გუ­რო!ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის, ტვ “პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ტრა­გი­კულ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მა­ინც უნდა აუ­ხი­ლოს თვა­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მა­თა გა­და­წყვე­ტის ლა­მის ერ­თა­დერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად ძა­ლა­დო­ბას მი­იჩ­ნევს.

ასე­თი ფიქ­რი და ქცე­ვა არ­ცხვენს სა­ქარ­თვე­ლოს – ყვე­ლას, ვინც აქ ვცხოვ­რობთ და აქვე ვხე­დავთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მო­მა­ვალს.ეს ის მო­მა­ვა­ლი არ არის, რო­მელ­ზეც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღეს ვოც­ნე­ბობ­დით.ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაჩ­ვე­ნებს, რომ დიდი ხა­ნია რა­ღა­ცას არას­წო­რად, სუ­ლე­ლუ­რად და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ ვა­კე­თებთ.თუ ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი გვინ­და, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი – ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა შევ­ცვა­ლოთ.შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რაც წი­ნაპ­რე­ბი­დან სი­კე­თე მოგ­ვდგამს და სიკ­ვდილ­თან თა­მა­შებს თავი და­ვა­ნე­ბოთ. რამ­დე­ნი რამ მოხ­და ბოლო წლებ­ში, რამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა, ძა­ლა­დო­ბა და სა­ში­ნე­ლე­ბა – ჭკუა არა­ფერ­მა გვას­წავ­ლა!

ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა ნულს ქვე­მო­თაა. სამ დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი გვა­ვი­წყდე­ბა და ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბას ვაგ­რძე­ლებთ.თა­ვად ასე ვცხოვ­რობთ და შვი­ლებ­საც ასე ვზრდით.არც ოჯა­ხი ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნის აღ­ზრდას და სკო­ლას ეს საქ­მე ლა­მის სა­ბო­ლო­ოდ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი და სა­ერ­თოდ მიგ­დე­ბუ­ლი აქვს. რე­ა­ლო­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ როცა ამას ვამ­ბობ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არა­ფერს ვა­ჭარ­ბებ.

ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თველს აქვს აღ­ზრდის კულ­ტუ­რა და ძალა.სხვა გზა არ გვაქვს – რო­გორ­მე ცოტა ხან­გრძლი­ვად უნდა შევ­წუხ­დეთ და ერ­თმა­ნეთ­საც ვუ­თხრათ, რომ ასე ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ის თა­ნაბ­რად შე­უ­რა­ცხყოფს ჩვენს ის­ტო­რი­ა­საც, ტრა­დი­ცი­ა­საც და მო­მა­ვალ­საც.სი­ცო­ცხლე არა­ფერს გვას­წავ­ლის.იქ­ნებ ამ­დენ­მა სიკ­ვდილ­მა მა­ინც გვას­წავ­ლოს.ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც უნდა და­ფიქ­რდეს, მთავ­რო­ბაც, პარ­ლა­მენ­ტიც და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეც.უკან მი­დევ­ნე­ბუ­ლი სიბ­რძნეც არა­ფერს გვიშ­ვე­ლის – წინმსწრე­ბი გო­ნი­ე­რე­ბით უნდა ვი­ცხოვ­როთ.რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და სიმ­ტკი­ცე გვმარ­თებს.

წერს ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რის შედეგადაც ტვ “პირველის” ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share