უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერესები დაცული უნდა იყოს.
მისი თქმით, უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს მარტო არ ტოვებს:
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას გავუწევთ იმ დონის დახმარებას, რომელსაც გავუწევდით ნებისმიერ უკრაინის მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ უცხო ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ არ გძნობს. ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი უფლებები დაცული იქნება”- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.