“რაც ვნახე, ქართულ დროშაზე შემდგარი რუსული ღორები როგორ ხარობენ, კიდევ უფრო მეტად ვამაყობ, რომ იმ დროს ვიბრძოლე როცა მთავარსარდალი იყო მიხეილ სააკაშვილი” – საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს შავნაბადას ბატალიონის ყოფილი ინსტრუქტორი, ლევან პაპიძე. ამბობს, რომ ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს და მეორე მხარეს მდგარ “პოლიტიკურ კიკოებს” დაამარცხებს.
შავნაბადას ბატალიონის ყოფილი ინსტრუქტორი იმ პირებს მიმართავს, ვისთან ერთადაც 2008 წლის ომში სამშობლოს დასაცავად იბრძოდა და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მობყრობა და შემდეგ ამ კადრების გავრცელება მხოლოდ პუტინის და საქართველოს მტრების სიხარულს იწვევს.
”მინდა მოვუწოდო ყველა სამხედროს, პოლიციელს, ჯარისკაცს, ყველა ვისთვისაც სამშობლო არის უპირველესყოვლისა. მეგობრებო ის, რაც ახლა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს, როგორც ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარსარდალს – ეს ჩვენი ბრძოლა არ არის, ეს ჩვენი საქართველო არ არის.
ყველა მიცნობთ, ომში ერთად გვიბრძოლია, ბევრი თქვენგანისთვის საბრძოლო-ტაქტიკური სწავლება ჩამიტარებია და მე თქვენთვის არასდროს მისწავლებია, რომ უნდა ვესმსახუროთ ჩვენი ქვეყნის მტრებსა და გამყიდველებს და სიმართლე ხმამაღლა არ უნდა ვთქვათ, გავჩუმდეთ, რომ ხელმძღვანელობა არ გაბრაზდეს…
კადრები რაც ვნახე, ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფაა, როცა მთავარსარდალს ასე ექცევიან. ამის შემდეგ რაც რუსულ არხებზე ხდება, საქართველოს დროშაზე შემდგარი რუსული ღორები როგორ ხარობენ და აჩვენებენ, ერთადერთი განცდა რაც დამეუფლა, რომ ვამაყობ, რომ იმ დროს ვიბრძოლე და ვიმსახურე, როდესაც მთავარსარდალი იყო მიხეილ სააკაშვილი.
მეგობრებო, ვინც ეს დაგეგმეთ, შეასრულეთ, ეს კადრები აჩვენეთ, თქვენი სამშობლო საქართველო არ არის, თქვენი პრეზიდენტი არის ვლადიმერ პუტინი და თქვენი სამშობლო რუსეთი. თუ ფიქრობთ, რომ ამით სააკაშვილს ავნებთ, ვერა მეგობრებო, პარალელი რაც გავავლე, იყო წელზევით შიშველ ანწუხელიძეს რუსული ჩექმით როგორ შეურაცხყოფდნენ, ზუსტად ისე გინდოდათ შეურაცხყოფა მიგეყენებინათ, მაგრამ ეს არ გამოგივათ. თქვენ ვერც ანწუხელიძე ვერ მოკალით, დღეს ანწუხელიძე ყველა ქართველის ეროვნული გმირია და თქვენ მითუმეტეს ვერ მოკლავთ მიხეილ სააკაშვილს.
მიშა გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ისტორიამ რაღაც უნდა გვასწავლოს, რუსებმა ჩვენი ხელით მოგვაკლევინეს ილია ჭავჭავაძე, ასევე ჩვენი ხელით მოგვიკლეს ზვიად გამსახურდია და ახლა 21-ე საუკუნეში უნდა მოკლან მიხეილ სააკაშვილი, ისიც თქვენი ხელით, მეგობრებო. ჩვენ ვინც, ამ ყველაფერს სიამაყით ვებრძოდით 2008 წელს.
დღეს საკუთარი ნებით, უმოქმედობით, სიჩუმით, რუსეთმა შეძლო იმაზე მეტი, რაც ვერ შეძლო 2008-ში ომმა, ასევე მინდა გავამხნევო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და ვუთხრა, რომ შენ ხარ უძლიერესი. შენ აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან მეორე მხარეს არიან პოლიტიკური კიკოები. თავისუფლება,მიხეილ სააკაშვილს!”- ამბობს ლევან პაპიძე.