ექსპერტი პიერ ბიდერმანი – ბახვი ჰესი – თევზსავალი და მისი ეფექტიანი მართვა

ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

2023 წლის 25 სექტემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის მიერ დაარსებულ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  სოციალური პროგრამის განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ,  საბჭოს წევრებმა მოისმინეს ტყის განაშენიანების გეგმის მომზადების პროგრესი, ბახვი 2 ჰესის წინა სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადგილობრივი პირების სტატისტიკა, ვანისქედში წყლის სისტემის მშენებლობის პროგრესი, რომელიც 46 ოჯახისთვის წყლის მიწოდებას გულისხმობს და ასევე, გაეცნენ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ახალი კურიკულუმის მიხედვით განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

გურიაში უკვე, მეორე დღეა იმყოფება გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების საერთაშორისო ექსპერტი, ბატონი პიერ ბიდერმანი, რომელმაც საბჭოს წევრებს გააცნო ბახვი ჰესის მიერ წარმოებული წინა სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის შედეგები. პიერ ბიდერმანთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები ყველა მათთვის საინტერესო საკითხებზე. კითხვები ძირითადად ეხებოდა გარემოსდაცვით თემებს. მაგალითისთვის, თევზსავალი და მისი ეფექტიანი მართვა, მშენებლობის დროს სანაყაროების მოწყობა.   თავის მხრივ, პიერ ბიდერმანსაც ჰქონდა კითხვები საბჭოს წევრების მიმართ, ის დაინტერესედა საბჭოს წევრების მოსაზრებებით, თუ როგორ აფასებენ საბჭოს ქმედითუნარიანობას, კომუნიკაციის არსებულ ფორმას კომპანიას, საბჭოს წევრებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს საკუთარ როლსა და გაზრდილ პასუხისმგებლობებზე, რომელიც გააჩნიათ მოსახლეობის მიმართ. ასევე, საბჭოს წევრებმა აქცენტი გააკეთეს იმ ფაქტზე,  რომ მათი მხრიდან მუდმივად  ხდება კრიტიკული საკითხების წამოწევა და განხილვა კომპანიის წარმომადგენლებთა ერთად.

შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების  მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი,  დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share