ხმაური იყო ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის, ნაციონალური მოძრაობის წევრის კახა ასკურავას შეკითხვებს მოჰყვა.
მას კითხვები გურიის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ჰქონდა და მერის პასუხებით უკმაყოფილო დარჩა.
ლანჩხუთის მერმა სტიქიის მასშტაბსა და ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება საცხოვრისის გარეშე.
წინასწარი მონაცემებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 235 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ელოდებიან გეოლოგების საბოლოო დასკვნებს. დაწყებულია ზარალის დათვლა.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე