ქუთაისელი კრიმინალების საჩუქარი პოლიციელის დღეს – გომელაური კრიმინალის ზრდას არ აღიარებს

ქუთაისელი კრიმინალების საჩუქარი – პოლიციის პროფესიულ დღესასწაულზე ყოფილ საპარლამენტო დედაქალაქში ერთ ღამეში 10-მდე მაღაზია გაიქურდა.

ამ ყველაფრის ფონზე, შს მინისტრი, რომელმაც დღეს დილით პოლიციის აღლუმი ჩაიბარა, ჟურნალისტებთან საუბარში ამტკიცებდა, რომ კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

არადა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. მათ შორის ქვეყნის მთავარსარდალიც  დღეს ვახტანგ გომელაურის გასაგონად ამბობდა, რომ შექმნილი მდგომარეობა უკიდურესად სამარცხვინოა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share