გაზი ძვირდება. 1-ლი ივლისიდან, კომერციული ობიექტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება თითქმის მეოთხედით მოიმატებს. მცერე და საშუალო ბიზნესი ამ სიახლეს უიმედობის განცდით ხვდება. მეწარმეების უდიდესი ნაწილი კომუნალური გადასახადების ისედაც კატასტროფულ მატებაზე საუბრობს და ახლა ბუნებრივი აირის გაძვირებას შიშით ელოდება. ფასის მატების ეკონომიკური ეფექტი ინფლაცია იქნება. ექსპერტები პირველ რიგში პურის და პარალელურად უამრავი სხვა პროდუქტის მორიგ გაძვირებას ვარაუდობენ. თუმცა ხელისუფლება დუმს. ქართული ოცნების მთავრობა არაფრით ჩაერია ამ პროცესში და არ სცადა შეეჩერებინა გაზის გაძვირება, ან მეწარმეებისთვის კომპენსაცია შეეთავაზებინა.
მთავარი არხი