“გაათრიეთ, უჰ ამას რა სიამოვნებით მივართმევდი ერთ ალიყურს”-ასეთი კომენტარით გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშეწმის, დევიდ კრამერის განმარტებას ტვ “პირველის” მიმართ ბერა ივანიშვილზე ფარული აუდიო ჩანაწერების შემდეგ დაწყებულ შეტევას.
ცნობისთვის, დევიდ კრამერმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი პრეცედენტები შიშის საფუძელი შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითად არ შეფასდება. „შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად. ეს ფაქტი შიშის საფუძველი უნდა იყოს ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის საქართველოში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს არ უნდა ახარებდეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ეს სასამართლოს ცუდი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ დასავლეთში ეს ყველაფერი დადებითად არ აღიქმება. ინფორმაცია ჟონავს ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხება ხოლმე, არ მოსწონთ. მაგრამ ეს მათ არ აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო და სხვა ორგანოები პოლიტიზებული გახადონ და მედიაორგანიზაციები ამოიღონ მიზანში. ეს არ უნდა იყოს მათი პასუხი”, – განაცხადა კრამერმა.