მეუფე ზენონი: “30 წელზე მეტია საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს 149ნახვები ყველას მოეთხოვება კულტურა – ყველას. აქ გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ ხომ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ქცევის ასეთ ფორმებს უარი უნდა უთხრას ყველამ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, რა იქნება, ეს ყველაზე ვრცელდება. 1989 წელს დავამთავრე სკოლა, დღემდე, 30 წელზე მეტია რაც ეს პროცესები ხდება, ვფიქრობ რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ჰგავს”,- განაცხადა დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა შაბათის ფორმულას ეთერში, ფარულ ჩანაწერებთან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.