ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერნეტპრესნიუსი“ ავრცელებს.
კლინიკაში ამბობენ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერაფერს იტყვიან.
„სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვერანაირ ინფორმაციას დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ“,- აცხადებენ კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ვანო მაჭავარიანმა თანამდებობდა 31 მარტს დატოვა.