“ესენი უნდა წაეთრნენ! გვკლავს ეს მთავრობა! “

“დღეში 54 მოქალაქე თუ დაიღუპა და ასე გაგრძელდა, პუტინ-ჟირინოვსკის გეგმა შესრულდება” საქართველო უქართველებოდ” და რა თქმა უნდა ეს მათზე მომუშავე ამ ხელისუფლებით შესრულდება” !-ამბობს თაკო ჩარკვიანი ტვ “პირველთან” და საზოგადოებას მიმართავს:

“დღეს თუ ვინმეს სჭირდება საქართველოში იმის თქმა, რომ ძალიან ცუდათ ვცხოვრობთ…. მაგრამ ერთი ზუსტად ვიცით, ესენი უნდა წაეთრენ! არ უნდა წავიდნენ, ესენი უნდა წაეთრენ! მე მაქვს ამის თქმის უფლება. 54 ადამიანი კვდება სამ მილიონიან ქვეყანაში ყოველდღე. ეს არის ჟირონოვსკის და პუტინის გეგმა. არ ვიცი რა ფორმით ვამტკიცო, პარტია იმიტომ შევქმენი მე პირადად, რომ რეფორმები თუ არ განხორციელდება სამართლებრივი, მე არ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, იმიტომ რომ მეშინია ერთი რომელიმე პარტია ურჩხულად არ გადაიქცეს ამ სამართლებრივი სისიტემის დროს. ამიტომ, ყველა პარტია, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებულები ვართ, რომ სამართლებრივი სისტემის რეფორმა მოხდეს. გვკლავს ეგ მთავრობა! კუალიციური მთავრობა გადაარჩენს ქვეყანას. არჩევანი რა არის? სასიკვდილო მთავრობასა და კუალიციურ მთავრობას შორის შეიძლება სხვა არჩევანის გაკეთება”?-ამბობს ჩარკვიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share