“სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ”, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი BMG-ის ეთერში საუბრობს.
”საქართველო გასული წლის დეკემბრიდან კანდიდატი ქვეყანაა; ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის და შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილების შესაბამისად [და ყველა ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს] – თუმცა, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და იქამდე, სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ – ეს არის საქართველოს ამჟამინდელი სტატუსი, – ამბობს ფიშერი. [BMG-ის თარგმანი].