გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ მსახიობი ნანა ბუთხუზი ხელისუფლებას “მონებად და მოღალატეებად” მოიხსენიებს. ამის შესახებ ხელოვანი სოციალურ ქსელში წერს. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი სახელოვნად გაიმარჯვებს, რადგან სიმართლე მათ მხარესაა.
”მონებს და მოღალატეებს არ დავნებდები! არ დავთმობ თავისუფლებას! მართალი ვარ და გავიმარჯვებ! მიფრთხილდით, მხდალებო!” – წერს მსახიობი.