თეოლოგები გუშინ სვეტიცხოველში რუსულ ენაზე ჩატარებულ ლიტურგიას აფასებენ და ამბობენ, რომ საპატრიარქოში რუსული გავლენებია.
მათი თქმით, ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ სასულიერო პირები ხშირად “დარბიან კირილესესთან” და რუსეთის ეკლესიასთან სტაბილური ურთიერთობა აქვთ.
“არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება იმიტომ, რომ ეს იწვევს ადამიანების გაღიზიანებას. თუკი მათ დისკომფორტი ექმნებათ საქართველოში, მიბრძადნენ თავიანთ სამშობლოში და დაამხონ პუტინის რეჟიმი. ჯაღმაიძისთვის და ზოგადად საქართველოს საპატრიარქოსთვის, ეს დისკომფორტი არ არის, იმიტომ, რომ მათი მენტალობა არის რუსეთში და საბჭოთა კავშირში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეპისკოპოსები დარბიან კირილესთან ძალიან ხშირად, რომ დაბადების დღე მიულოცონ, სხვა დესასწაული და ა.შ. ისინი არ ჩადიან კონსტანტინეპოლში, არ აქვთ ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან, მაგრამ რუსეთის ეკლესიასთან აქვთ სტაბილური ურთიერთობა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელია”,- ამბობს თეოლოგი, გოჩა ბარნოვი.